შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მალე ხალხის გაზაფხული მოვა, გამარჯვების ფორმულა ნაპოვნია!" –...

“მალე ხალხის გაზაფხული მოვა, გამარჯვების ფორმულა ნაპოვნია!” – ნანა ტოხვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით:

მჯერა, მალე ხალხის გაზაფხული მოვა, მაგრამ მანამდე ერთიანობის 114 დღე რომ შევაჯამოთ, მივხვდებით, რომ სინამდვილეში გამარჯვების ფორმულა ნაპოვნია.

მშვიდობიანმა პროტესტმა შეკრიბა ყველაზე მტკიცე, უანგარო და სანდო ადამიანები, რომლებსაც თვალდახუჭული ანდობ ქვეყნის ბედს.
დაამსხვრია მითი, რომ ორგანიზებულობა და თანმიმდევრული მოქმედება ქართველებს არ სჩვევიათ.

მსოფლიოს დაანახა კარგად გააზრებული ევროპული არჩევანი, რომელსაც არაფრის ფასად არ დათმობს უწყვეტ პროტესტში 24/7 ჩართული საზოგადოება.

თანაგრძნობის, თანადგომის და თანამებრძოლეობის ისეთი მაგალითები გააცოცხლა ჩვენს თვალწინ, წიგნები რომ დაიწერება.

აჩვენა რეჟიმის სისუსტე და ნამდვილი სახე: თუ დასჭირდა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე მიდგა საქმე, როგორი პირსისხლიანი და მოძალადე შეუძლია იყოს.

ხშირად ისმის კითხვა: მაინც როგორ დავამარცხოთ დიქტატორი მშვიდობიანი მეთოდით?

ვიცით, რომ დიქტატორი არ მარცხდება 1 დღეში ან 1 თვეში, მაგრამ მარცხდება, თუ საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, აქტივისტები და მედია შეძლებენ ძალების გაერთიანებას გამარჯვების მიზნის გარშემო.

ჩვენი საზრუნავი მომავალია, რეჟიმის საზრუნავი – ჩვენი განეიტრალება, ვინც კომფორტის ზონა დავტოვეთ და მთავარ საქმედ ლურჯი ტერორის კლანჭებიდან ქვეყნის გამოხსნა დავისახეთ!

აბა, ვნახოთ, ვის აჯობებს?!

ხალხის გაზაფხულს მოიყვანს მოქმედება, მძლავრი ერთობა და ორგანიზება, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება, თანაგრძნობის გაღვივება კიდევ უფრო ფართო წრეებსა და პროფესიულ კავშირებში.

ერთიანობა და ერთად დგომა – ეს არის გამარჯვების ფორმულა“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესაძლო...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...