პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისში 18 საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს

ქუთაისში 18 საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებზე მთელი დღის განმავლობაში 18 საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს.

ყველა შესასვლელთან შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, ქალაქის საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. აქვე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

მოქალაქეებს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

შეგახსენებთ, 31 მარტის 08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი იმოქმედებს ე.წ. „კომენდანტის საათი“, დროის ამ მონაკვეთში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...