ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნები ტურისტულ ცენტრებში...

აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნები ტურისტულ ცენტრებში განთავსდება

აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნების აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. რეგიონში მდებარე 9 ტურისტულ ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო 4 წელში დაბეჭდილი წიგნები განთავსდება. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური რეწვა აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა მსურველებს სააგენტოს ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka შეუძლიათ.

„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ იყო პირველი წიგნი, რომელიც ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მოამზადა. მასში აჭარაში არსებული 150-ზე მეტი კერძების, დესერტების, წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული. 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული წიგნში „ხალხური ტრადიციები და რიტუალები“, რომელიც 2023 წელს დაიბეჭდა. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

კიდევ ერთი კულინარიული წიგნია „თევზეული ქართულ სამზარეულოში“. მასში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით,  თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.

რაც შეეხება წიგნს „ხალხური თამაშობები აჭარაში“ მასში აჭარაში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული, ხალხური თამაშია განთავსებული. წიგნის „ხალხური რეწვა აჭარაში“ მოსამზადებლად კი აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა.  მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს მიერ დაბეჭდილი წიგნები არის უფასო და მისი აღება მსურველებს უსასყიდლოდ შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მზადდება

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული წიგნის „კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“...

აჭარის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...