პარასკევი, მაისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს"...

“ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს” – ნინო ჯანგირაშვილი

სხვადასხვა ფონდის დაყადაღების თემას კონკრეტული შეთავაზებებით ეხმიანება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს. მე არ ვიცი ზუსტად ვინ იყო დაყადაღებული ფონდების შემომწირველი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი ჩვენი ძალა ვაჩვენოთ. დღემდე დიდი ბუღალტერიაა პროტესტის მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით გაჩაღებული.

შეგვიძლია ეს საკითხიც გავარკვიოთ პარალელურად და თან სასარგებლო საქმეც გავაკეთოთ, ისე რომ არავის არ დააწვეს ზედმეტ ტვირთად ეს პროცესი:

შეიქმნას ახალი სოლიდარობის ფონდი და ყველამ, ვინც პროტესტს მხარს უჭერს თუნდაც 5 ლარი ჩარიცხოს. აქ რაოდენობა იქნება მთავარი და დარწმუნებული ვარ, რაოდენობა იქნება ისეთი შთამბეჭდავი, რომ თანხაც შთამბეჭდავი გამოვა. ყოველთვიურად საწევროსავით გადავიხადოთ, სანამ დიქტატურას არ დავამარცხებთ, ვისაც რამდენი შეუძლია.

იმ ადამიანებმა უნდა დააორგანიზონ მართვა, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნანუკა მახსენდება, ოღონდ ამ გოგოს ძალიან ფრონტის წინა ხაზზე ვუშვებთ და ყველა დარტყმა მასზე რომ არ მოვიდეს სხვები შეეხიდონ.

ერთს დააყადაღებენ, გაიხსნას მეორე – სოლიდარობა 2, სოლიდარობა 3 და ა.შ. შეიძლება სხვანაირადაც გაკეთდეს, მოკლედ უამრავი დეტალის მოფიქრება შეიძლება. უბრალოდ მთავარი უნდა იყოს ის, რომ პროტესტის მხარდამჭერთა რაოდენობა ფიქსირდებოდეს მუდმივად, ყოველთვიურად და ე.წ. დემოკრატიის საწევრო ვიხადოთ ვისაც რამდენი შეგვიძლია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოპოზიციის წარმომადგენლებს გირაოს გადახდას, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ, იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ...

პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარმოებულ...

“ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ციხეში იყვნენ პოლიტიკოსები, სტუდენტები, ექიმები, მსახიობები” – ანა წითლიძე

პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადახდასა თუ არგადახდასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ...

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

“მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა”

საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე შიოს მიმართვას მრევლის, საზოგადოებისადმი, კონკრეტული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...