ორშაბათი, მარტი 31, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის მენეჯმენტთან, ონლაინ და ბეჭდური მედია გამოცემების, მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინისა და რიგის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

“არასადაც არ წავალ! თუნდაც იმიტომ, რომ მერე, უკან დაბრუნება, ჩათლახობა იქნება” – გოჩა მირცხულავა

საქართველოდან, კონკრეტული მიზეზების გამო, ემიგრაციაში წასულებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა…” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალირ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...