ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია...

“საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ” – ცესკო

ცესკო განცხადებას ავრცელებს, სადაც ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბარი:

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აქტიურდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ არჩევნები რეალურ შედეგს არ ასახავს და კონკრეტული ადამიანები შედეგებს საკუთარი სურვილის შესაბამისად წერენ. აღნიშნული ტიპის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბრალდების ავტორთა ცოდნის ნაკლებობაზე. საარჩევნო საკითხებში და პროცედურებში გარკვეული ადამიანი, რომელიც იცნობს პროცესის მიმდინარეობას ასეთ აბსურდულ განცხადებას უბრალოდ ვერ გააკეთებს.

ამასთან, დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები თავს ესხმიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს, ისე ზოგადად მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. მათი მოსაზრებები არ ემყარება ფაქტებს და მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილის წარმოდგენებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ სრულად ინფორმირებული საარჩევნო პროცესის დეტალების შესახებ.

სინამდვილეში კი, როგორც ეუთო/ოდირის ანგარიშით, ისე პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, მათ შორის, ტექნოლოგიების უპრეცედენტოდ წარმატებული ინტეგრირებით საარჩევნო პროცესში.

დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არაკომპეტენტური და მიზანმიმართული დისკრედიტაციული საჯარო განცხადებების საფუძველზე ადვილია დავასკვნათ, რომ მათი მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული შემადგენლობის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება საკუთარი გაცხადებული პოლიტიკის ერთგული და ამომრჩეველს ყოველთვის მიაწვდის ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” – ბიძინა...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შთამბეჭდავ გამარჯვებას ემოციური მილოცვით ეხმიანება "ქართული...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...