spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერიოზული პრობლემები გვექნება, თუ დროულად არ მოხდა სწორი...

სერიოზული პრობლემები გვექნება, თუ დროულად არ მოხდა სწორი ნაბიჯების გადადგმა – სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დროა გამოვიყენოთ საქართველოს მთავარი უპირატესობა და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ეს კარგია, რადგან ამ შემთხვევაში მოდელირება გაცილებით მარტივია. ჩიხლაძე თვლის, რომ ბევრნაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ კარგი სცენარის პირობებშიც მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები შექმნა, თუ დროულად არ მოხდა სწორი ნაბიჯების გადადგმა:

ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ ექიმების პრობლემა და ხშირ შემთხვევაში რასაც ვხედავთ ხოლმე, გადამისამართება მთავრობის მხრიდანაც მიდის. ეს ძალიან კარგია, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ექიმები, ძალიან კარგად მიმდინარეობს ეპიდზედამხედველობა, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს არის მულტიკომპონენტური პრობლემა, რომელშიც ჩართულია ეკონომიკა, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ზუსტად კრიზისების მართვა ასეთ სიტუაციების დროს გულისხმობს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას.

ის რომ სადიაგნოსტიკო პუნქტები უნდა გაიშალოს ქვეყანაში, დროულად შემოვიდეს ტესტების, ორგანიზება და უნდა მოხდეს ამის ლოჯისტიკა ეფექტურად, ვთვათ შსს, ჯარის და ა.შ. ჩართულობით ეს ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული ექიმის მოვალეობა, ეს არის სახელმწიფოს, მთავრობის და სამისნისტროების მოვალეობა და ზუსტად ამიტომ ახლა არის დრო პროაქტიული ქმედებების.

შევხედოთ თუნდაც იტალიაში რა ხდება, რომელიც ჩვენზე გაცილებით მდიდარია, ამის ნიველირება და განეიტრალება შეიძლება პროაქტიული ქმედებებით.

ის რომ 3,5 მლნ ვართ ამ შემთხვევაში კარგია, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და დაორგანიზება და ამის მოდელირება პატარა ქვეყანაზე გაცილებით შესაძლებელია, რაც შეიძლება ვერ მოხდეს ათეულობით მილიონიანი მაცხოვრებლის მქონე ქვეყნების პირობებში.

ამიტომ უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, მთავარია დროულად ვიმოქმედოთ და არ დავკარგოთ არცერთი დღეს, იმიტომ რომ ბევრნაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ კარგი სცენარის პირობებშიც სერიოზული პრობლემები გვექნება, თუ ყოველივეს დროულად არ მივხედეთ,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...