ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი...

კახა კალაძე: ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა 2008 წელს ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება.

ამის შესახებ მან სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის, დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა.

მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს.

ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ცხადია, უმძიმესი შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული ომი.

ამიტომ, არჩევნების დროს გავაკეთეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, გამოვიძიოთ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება.

იმ უგუნურმა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა, დააზიანა ჩვენი ქვეყანა, მოგვაყენა ძალიან დიდი ზიანი. შემთხვევითი არაა, რომ ამ ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, აღნიშნული კანონი გაუქმდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კანონის თავიდან მიღება, რადგან ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცავარა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მეტადონის პროგრამის გაუქმება ნიშნავს ათასობით უკონტროლო ნარკომომხმარებელს და აყვავებულ შავ ბაზარს‼️” – ელისო კილაძე

მეტადონის პროგრამა, ნარკომომხმარებელთათვის, მნიშვნელოვნად მიაჩნია "ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორს,...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...