14 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.
თებერვლის ბოლოდან სახეზე იყო ლარის კურსის რყევები. მარტის დასაწყისში ეს ტენდენცია, ზოგიერთ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გაგრძელდა, თუმცა რიგ შემთხვევებში სახეზე იყო გაუფასურებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
11 მარტი – 2.7766;
12 მარტი – 2.7894;
13 მარტი – 2.7775;
14 მარტი – 2.7775.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0020 ლარით და 1 აშშ დოლარი 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7755 ლარი ეღირება.
მარტი, ევროსთან მიმართებაში, ლარის დინამიური გაუფასურებით დაიწყო, რაც გარკვეული ცვლილებებით ბოლო ვაჭრობამდე გაგრძელდა. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
11 მარტი – 3.0162;
12 მარტი – 3.0396;
13 მარტი – 3.0297;
14 მარტი – 3.0186.
ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0081 ლარით და 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.0267 ლარი ეღირება.
ურთიერთგანსხვავებული სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც – ზოგ შემთხვევაში დინამიურად გამყარდა, სხვა შემთხვევაში კი, პირიქით, ასევე დინამიურად, – გაუფასურდა და იყო რყევებიც. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5937 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0757 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6682 (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6323 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0534 ლარი (გამყარდა 0.0162 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1415 ლარი (გამყარდა 0.0044 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8375 ლარი (გაუფასურდა 0.0045 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1900 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5374 ლარი (გამყარდა 0.0768 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8669 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით).
თებერვლის ბოლოდან ლარმა გამყარება დაიწყო რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახეზე იყო გაუფასურება, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო რყევებიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
11 მარტი – 3.1561;
12 მარტი – 2.2608;
13 მარტი – 3.2073;
14 მარტი – 3.2174.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0331 ლარით 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2505 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი