spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგიორგი ვაშაძემ გაგვაცნო გეგმა, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს...

გიორგი ვაშაძემ გაგვაცნო გეგმა, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს ითვალისწინებს ნებისმიერი კრიზისის დრო – ნოდარ ხარშილაძე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან გიორგი ვაშაძის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ კრიზისში სამი ძირითადი კომპონენტი იკვეთება, რომლის გეგმაც უკვე აქვს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარეს:

“დიდი მადლობა Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძეს საინტერესო შეხვედრისთვის.
სამი ძირითადი კომპონენტი იკვეთება ნებისმიერ კრიზისში:
1. არ დაუშვა კრიზისის (ამ შემთხვევაში ვირუსის) გავრცელება
2. შეაკავო პანიკა და არ დაუშვა სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლა
3. რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური ფასი გადაიხადო პირველ ორში

დღეს ჩვენ ვებრძვით ძირითადად ვირუსის გავრცელებას, ვებრძვით წარმატებულად რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ ჩანს რას ვაკეთებთ პანიკის გავრცელებასა და ეკონომიკასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძემ გაგვაცნო გეგმა, რომელიც სამივეს ითვალისწინებს. საკამათო და სადისკუსიო რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ არსებობს გეგმა და არსებობს ხედვა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასაც ჰქონდეს ასეთი ჩამოყალიბებული ხედვა და ფართოდ გაზიარებული საყოველთაო გეგმა.

კვირის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა Georgian Strategic Analysis Center -ში, სადაც რეფორმების ლაბის ფორმატში მივაწვდით ჩვენს ხედვებს და რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ ყველას ჩაერთოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები.

და ბოლოს, ყველანი მზად ვართ სრული დახმარება აღმოვუჩინოთ ხელისუფლებას ნებისმიერი გეგმა/სტრატეგიის ჩამოყალიბებაში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნოდარ ხარშილაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...