შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, შენობის სახურავის, ფასადისა და მისი შემადგენელი დეტალების, შემდეგ კი ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

უკვე დაწყებული გვაქვს ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. ტერიტორია სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად, დავიწყეთ ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

ადგილზე მძიმე მდგომარეობა იყო – დარბაზი ფაქტობრივად, მთლიანად განადგურებულია. სასახლის სამუშაოები ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია გარე ფასადის სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება, შემდეგ უკვე, მომდევნო წლის ბოლოსთვის, პროექტი სრულად დასრულდება შიდა სამუშაოებით, ოთახების კეთილმოწყობით, დარბაზის განახლებით და ა.შ.

მიხარია, რომ აღნიშნული სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ძალიან დიდ ისტორიას ატარებს, სრულად რეაბილიტირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც, დაახლოებით, 29 მილიონი ლარია გამოყოფილი, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა ვერის პარკში 1972-1973 წლებში აშენდა და ქართული გვიანი მოდერნიზმის ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია. ის აგებიდან დღემდე, არქიტექტურული, ურბანული და სიმბოლური თვალსაზრისით, ვერის პარკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთად ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...