ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 8-10 მარტის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 8-10 მარტის პერიოდისთვის

7 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 8 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვალი ლარის კურსის რყევებით დაიწყო და რამდენიმე ვაჭრობაზე, ეროვნული ვალუტის საგრძნობი გაუფასურებაც მოხდა, რაც თვის შუა რიცხვებში შეჩერდა, დასტაბილურდა და რიგ შემთხვევაში ლარი გამყარდა, კიდეც. მარტის დასაწყისში ეს ტენდენცია, ზოგიერთ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გაგრძელდა, თუმცა რიგ შემთხვევებში სახეზე იყო გაუფასურებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

5 მარტი – 2.7905;
6 მარტი – 2.7858;
7 მარტი – 2.7830
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0054 ლარით  და 1 აშშ დოლარი 8 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7776 ლარი ეღირება.

ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში, ლარის დინამიური გაუფასურება მოხდა და შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

5 მარტი – 2.9350;
6 მარტი – 2.9783;
7 მარტი – 3.0042
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0139 ლარით, ისევ ასცდა 3-ლარიან ნიშნულს და 8 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.0181 ლარი ეღირება.

ურთიერთგანსხვავებული სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც – ზოგ შემთხვევაში დინამიურად გამყარდა, ხვადა შემთხვევაში კი, პირიქით – გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 8 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5898 ლარი (გაუფასურდა 0.0067 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0762 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6738 (გამყარდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6354 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0505 ლარი (გამყარდა 0.0076 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1625 ლარი (გაუფასურდა 0.0257 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8400 ლარი (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1970 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6963 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8835 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით).

თებერვლის ბოლოდან ლარმა გამყარება დაიწყო რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ბოლო 2 ვაჭრობაზე ისევ გაუფასურება დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

5 მარტი – 3.1256;
6 მარტი – 3.1057;
7 მარტი – 3.1115
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0133 ლარით 8 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1248 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...