პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიინფორმაციის მოძიება, ინტერნეტის გამოყენება - ComCom-მა წყალტუბოში ბიბლიოთეკის...

ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტის გამოყენება – ComCom-მა წყალტუბოში ბიბლიოთეკის თანამშრომლები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობას, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებასა და ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის აუცილებელ საკითხებს გაეცნენ.

პროგრამა წყალტუბოში მარტის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება, ამ ეტაპისთვის კი მუნიციპალიტეტში უკვე 500-ზე მეტი პირია გადამზადებული. პროგრამის სამიზნე დასახლებებს ქ. წყალტუბო და სოფლები ჩუნეში, ცხუნკური, ყუმისთავი, ქვილიშორი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჟონეთი, რიონი, სორმონი და უკანეთი წარმოადგენენ. სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უფასოდ გაიარონ სემინარი, გაიუმჯობესონ ციფრული უნარ-ჩვევები და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ციფრულ ელჩს ნომერზე 555 74 28 48.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ,...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...