შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"არ შევაჯამებ, არც პარალელებს გავავლებ, ყველამ თავად გამოიტანოს...

“არ შევაჯამებ, არც პარალელებს გავავლებ, ყველამ თავად გამოიტანოს დასკვნა” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით:

,,ყურადღებით ვუყურე ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის ამსახველ სრულ, 49-წუთიან ვიდეოს. სამი დეტალი თუ დაკვირვება:

1. ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, პუტინს უამრავი უსამართლო ბრალდების ატანა უწევდა, თითქოს ამერიკის არჩევნებში ერეოდა, არადა სრულიად უდანაშაულო იყოო. მიუხედავად ამისა, პუტინს მაინც სურს მშვიდობაო. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მადლიერებითაც კი განიმსჭვალებოდა პუტინის დიდსულოვნების გამო.

2. ბოლოსკენ ჟურნალისტი ეკითხება, დავუშვათ დაარღვია რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ამ შემთხვევაში რას შვრებითო. ამაზე ტრამპი პასუხობს, ეგრე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ დაარღვევს პუტინი შეთანხმებას, რადგან პატივს მცემსო. გარანტია რა იქნებაო, აკონკრეტებს ჟურნალისტი. პასუხი არ არის.

3. არ მახსენდება ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი, რომელიც ამდენს გააკრიტიკებდა თავის წინამორბედს და ამდენს ილაპარაკებდა წარსულზე არჩევნების მოგების შემდეგ. აშკარად ჩანს, რომ ტრამპი ამ თემაზე მართლა ემოციურია. მისთვის ბაიდენი და დემოკრატი მტერია, რუსი – არა.

ამჯერად არ შევაჯამებ. არც პარალელებს გავავლებ. ყველამ თავად გამოიტანოს დასკვნა“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...