spot_img
მთავარიინტერვიუ"ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, რომ ძალიან აქტიურია პროტესტი...

“ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, რომ ძალიან აქტიურია პროტესტი და ეს პროცესები ვერ ჩაცხრება, ამ მეთოდებით, მით უმეტეს” – გიგი წერეთელი ჯარიმებთან დაკავშირებით

,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს გაზრდილი ჯარიმების შესახებ:

,,დღესდღეობით პროტესტი, რომელიც საქართველოშია, ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტია, რითიც ისინი ეწინააღმდეგებიან ,,დე ფაქტო” ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას, განსაკუთრებით განცხადების შემდეგ, რომ ჩერდება ევროინტეგრაციისთვის ნაბიჯები, რაც არის რეალურად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დინამიური და აქტიური გახდა პროტესტი, ძალიან ბევრი ფენა ჩაერთო, სხვადასხვანაირი გამოვლენებები აქვს: გაფიცვებია და ა.შ. და რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რამდენადაც არ უნდა იმშვიდებდნენ თავს, ისინი ხედავენ რომ უკმაყოფილება იზრდება და მათი მხარდაჭერა მცირდება.

შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს აქტივობები ჩაცხრეს, ჩაქრეს, ადამიანები დაიღალონ და გამოიფიტონ, როგორც ფიზიკურად ასევე ფინანსურად. აქ ჩვენ ვხედავთ რომ ეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, იღებს ათასგვარ გადაწყვეტილებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, პირდაპირ გზადაგზა. ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას თუ პოლიტიკურ პარტიებს – კომისიებს ქმნიან და ისეთ თემებზე იწყებენ ძიებას, რომელზეც ათწლეულების წინ არის ზოგიერთზე პასუხები გაცემული.

ანუ ახდენენ მაქსიმალურად, რაღაც საკითხების აქტუალიზაციას, რაზეც უნდათ გადაიტანონ ყურადღება და მოწყვიტონ იგი, პროტესტის მთავარ მოთხოვნებს, რაც არის სწორედ ახალი არჩევნები, რეპრესების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.

შესაბამისად ეს ჯარიმები, ტექნიკური გადაწყვეტები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის კამერების დამონტაჟება, მათ შორის, როგორც ამბობენ, ეს ძირითადად ჩინეთთან თანამშრომლობის შედეგია, შემდეგ ამოცნობა ამ ადამიანების, დაჯარიმება ზოგიერთ მათგანს 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ აქვს ჯარიმა მიღებული, ხოლო ჯარიმების საერთო ოდენობა 18 მილიონს აღემატება.

ეს რა თქმა უნდა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს საპროტესტო აქტივობაში ჩართული, რაც შეიძლება მეტი ფინანსური ზარალი მიიღონ მათ. ეს არ არის მათი ,,ნოუ ჰაუ” ამას აკეთებენ ავტოკრატიულ ქვეყნებში, ჩვენ ის გვიკვირს, გვტკივა და გვწყინს, რომ ეს საქართველოში ხდება, თორე სხვაგანაც ხდება.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, პატიმრობას უფრო დიდი ნეგატიური რეზონანსი აქვს, როგორც შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და შემდეგ ასეთი მოქმედებები ხდება სერიოზული სანქციების საფუძველი. ჩვენ ამას ვხედავთ, ბევრი ქვეყანა ასანქცირებს მაღალჩინოსნებს, აშშ, ევროპა და ბრიტანელებიც, მათ შორის, ივანიშვილის ძალიან ვიწრო წრეს და ამ ლიდერების. და ეს თუ ასე გრძელდება, ბუნებრივია კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღეს 5000 ლარის გადამხდელი არის ძალიან მცირე წრე ადამიანების, რომელსაც შეუძლია ჯარიმად გადაიხადოს და მით უმეტეს შემდეგ, რაღაც სასამართლოში ტარება, დისკომფორტის შექმნა და ამით რაღაცნაირად მცდელობა იმისა, რომ ადამიანები მოერიდონ ქუჩაში გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას.

ეს არის მაქსიმალურად მშვიდობიანი პროტესტი და უფრო მშვიდობიანი პროტესტის წარმოდგენაც კი არის შეუძლებელი.

ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ბოლო რამდენიმე დღემ დაგვანახა, რომ ძალიან აქტიურია პროტესტი და ეს პროცესები ვერ ჩაცხრება, ამ მეთოდებით, მით უმეტეს. ძალიან მადლობელი უნდა ვიყოთ ყველა იმ ჯგუფის თუ ფონდის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, ვინც იურიდიულადაც და ფინანსურადაც ეხმარება დაჯარიმებულებს.

ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არ იქნება დადებითი ეფექტის მომტანი, ის კიდევ უფრო მეტ ადამიანში გააჩენს უსამართლობის და პროტესტის გრძნობას და აუცილებლად, ერთ დღეს კიდევ უფრო მძაფრად გამოვლინდება, ეს იქნება ქუჩის პროტესტი თუ იქნება ახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...