შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"... სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც....

“… სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც. ვნახავდით “ლაფატკით” ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას რომელიმე სახლისკენ” – ტორესა მოსი

ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი, მუსიკოსი, სცენარისტი, სამოქალაქო აქტივისტი ტორესა მოსი პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილისა და ახლანდელი მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას შორის, ექსტრემალურ სიტუაციებში:

მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი არასოდეს ვყოფილვარ. ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ზუსტად ახლა და ზუსტად მე უნდა ვაღიარო, რომ ეს რომ მომხდარიყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც. ვნახავდით “ლაფატკით” ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას რომელიმე სახლისკენ. ვნახავდით ტრაქტორზე შემხტარს. ვნახავდით როგორ ამხობს თავზე რომელიმე გამგებელს, რომელმაც რაღაც არ გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა. ამაზე ტრაკში პერო საზოგადოება დავცინებდით, ვიტყოდით რომ ეს კაცი პოპულისტია, კაი რა აი რა დროს ამის პოზიორობაა, მაგრამ იქ, თოვლში ჩარჩენილ ხალხს ეცოდინებოდა, რომ სახელმწიფო იქ არის, რომ მარტო არ არიან, რომ პრეზიდენტი პირადად არის ჩასული და ყველა ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. და ჰო, ახლა ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ზოგჯერ რაღაც არ არის მარტო პოპულიზმი. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იმის რწმენამ გადაარჩინოს, რომ დახმარება გზაშია და ის მარტო არ არის.

ქოცების შედარება ნაციონალურ მოძრაობასთან არ შეიძლება. ქოცებმა ჩაიდინეს ყველა ის დანაშაული, რისთვისაც პასუხს ვთხოვდით ნაციონალურ მოძრაობას და ჩაიდინეს გაცილებით უარესი. მათ გააკეთეს ის, რაც არ გააკეთა სააკაშვილმა 2012 წელს და არჩევნებში მარცხი აღიარა, ხელისუფლება გადააბარა და არ შეგვითრია მთელი ქვეყანა ამ დამღუპველ სცენარში.

ომი არ მინდა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ თუ ამ ქვეყანას კვლავ დაესხმება თავს რუსეთი, ან ნებისმიერი ვინმე, მყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს. მინდა მჯეროდეს რომ ქვეყანას არ მართავს დამფრთხალი კაცი, რომელიც თავდასხმის პირველივე წუთებში არ დაქოქავს თვითმფრინავს და სადმე თბილ ქვეყნებში არ გაფრინდება.

ქართული ოცნება გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილად და მათთან შედარებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იყო ყველაზე პატრიოტული, რეფორმატორული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც გრძნობდა პასუხისმგებლობას და აშენებდა სახელმწიფოს.

ამიტომ დღეიდან როცა პროპაგანდისტები გეტყვიან რომ ნაცი ხართ, გამოდით თავის მართლების რეჟიმიდან. ქოცებზე უარესი ამ ქვეყანას არავინ და არაფერი ახსოვს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ტორესა მოსი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...