ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცით, რატომ არიან რუსქოცები განსაკუთრებულად აღრენილები გურიაში ჩასულ...

“იცით, რატომ არიან რუსქოცები განსაკუთრებულად აღრენილები გურიაში ჩასულ მოხალისეებზე?” – ზურაბ ბატიაშვილი

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების დაძლევაში და სტიქიის ზონაში მოქალაქეების დასახმარებლად მობილიზებულ მოხალისეებისთან დაკავშირებით, კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს:

იცით, რატომ არიან რუსქოცები განსაკუთრებულად აღრენილები გურიაში ჩასულ მოხალისეებზე?

იმიტომ, რომ მათ გააკეთეს ის, რასაც თავად თავი არ/ვერ მოაბეს. იმიტომ რომ მათ ერთგვარად შეითავსეს სახელმწიფოს ფუნქცია და ეს სერვისი შესთავაზეს თოვლის ტყვეობაში ჩარჩენილ მოქალაქეებს.

ის ქოციც კი, რომელმაც სხვადასხვა მოტივით (ფული, ომის შიში და ა.შ.) ამათ მისცა ხმა, სადღაც დაფიქრდება, მაშინ რაღაში არიან საჭირო ქოცები, თუ ელემენტალურ ფუნქციებს (მაგალითად, თოვლისგან გზის გაწმენდას) არ/ვერ ასრულებენ.

სამაგიეროდ, ადგილზე გამოეცხადნენ და დაეხმარნენ ის ადამიანები, რომლებსაც პროპაგანდა ლამის კაციჭამიებად (“უცხო ქვეყნის აგენტები”, “გლობალური ომის პარტია” და ა.შ.) ასაღებდა და ასაღებს მათ. აღმოჩნდა, რომ ეს ჩასული მოხალისეები საერთოდ არ იკვებებიან ადამიანების ხორცით.
ამ პროპაგანდისტული ხაზის ჩამოშლის ეშინიათ.

თან ეს პროცესი მზარდია. ქოცების ნებისმიერი შემდგომი ჩავარდნა (ხოლო ჩავარდნები რომ ექნებათ, თავადაც კარგად ხვდებიან. დააკვირდით, კვირა არ გავა, რამე უბედურება რომ არ მოხდეს მათი პირდაპირი თუ ირიბი ბრალით) თავიანთივე მომხრეებშივე გაამძაფრებს იმის განცდას, რომ ქოცების გარეშეც შესაძლებელია შრომა და ცხოვრება.

ამ პროცესში რეგიონებში გაჩნდება იმის განცდა, რომ სახელმწიფო, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნით და არა – რომელიმე კასტას.

ამიტომ გურიაში წასული მოხალისეების მხოლოდ თოვლისგან არ წმენდენ გზებსა და სახურავებს. მათ გაცილებით დიდი ფუქნცია აქვთ. საერთოდ, ერთი სიტყვაც რომ არ უთხრან ადგილობრივებს, კრინტიც რომ არ დაძრან დიდ ქალაქებში მიმდინარე პროტესტსა და პოლიტიკაზე, მათ თავიანთი ფუნქცია უკვე შესრულებული აქვთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...