spot_img
მთავარიარჩევნებიგერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კონსერვატორულმა ბლოკმა CDU/CSU...

გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კონსერვატორულმა ბლოკმა CDU/CSU მოიპოვა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა გერმანიაში, სადაც, პირველადი მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა კონსერვატორულმა ბლოკმა CDU/CSU (“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” და “ქრისტიან-სოციალისტური კავშირი”), რომლის ლიდერია ფრიდრიხ მერცი. ბლოკმა ამომრჩევლების 29% მიიღო და იწყებს კონსულტაციებს კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია AfD (“ალტერნატივა გერმანიისთვის”), რომელმაც ხმების 19.5% მიიღო.

ჯერ კიდევ მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია SPD (“სოციალ-დემოკრატიული პარტია”) მესამე ადგილზე გავიდა, 16%-ით.

არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს ასევე მწვანეებმა – 13.5% და მემარცხენეებმა 8.5%.

უახლოეს დღეებში დასრულდება მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ჩაუდგება და ახალი კანცლერი გახდება ფრიდრიხ მერცი.

შეფასებებისთვის დიაგრამა, თუ რომელმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ როგორ გაიუმჯობესა თუ გაიუარესა შედეგები წინა არჩევნებთან შედარებით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...