შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"პრემიერს კაბინეტში ესაუბრებოდნენ უხეშად და იყო მცდელობა, ხელების...

“პრემიერს კაბინეტში ესაუბრებოდნენ უხეშად და იყო მცდელობა, ხელების გადაგრეხით, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი” – კახა კალაძე

ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში გვიჭირდა ამაზე საუბარი, რომ მაგალითად, პრემიერ-მინისტრს კაბინეტში ესაუბრებოდნენ უხეშად, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და პირდაპირ იყო მცდელობა, ძალდატანებით, ხელების გადაგრეხით, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერი, რის წინაშეც აღმოვჩნდით. ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში გვიჭირდა ამაზე საუბარი, როდესაც, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს კაბინეტში ესაუბრებოდნენ უხეშად, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და პირდაპირ იყო მცდელობა, ძალდატანებით, ხელების გადაგრეხვით ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი; იყო მცდელობა, ძალდატანებით, გაგვეკეთებინა ჩარტერული რეისები, რომლითაც მოხალისეებს გავაგზავნიდით უკრაინულ ომში; იყო პირდაპირ მცდელობა და უხეში ძალდატანება იმასთან დაკავშირებით (შემდეგ ეს უკვე რეზოლუციაშიც დაწერეს), რომ ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს, რომელიც იქნებოდა დამღუპველი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის. როდესაც შენ აწესებ სანქციებს, რომლითაც სხვას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ ხალხს და ქვეყანას დააზიანებ. როგორ შეიძლება მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები?

ჩვენ რომ დღეს ხელისუფლებაში ვართ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ვართ და გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ვალდებულება, რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები. ეს მეგობრობაც წლების განმავლობაში შეფუთული იყო, იმიტომ, რომ ძირითადად, ხდებოდა მათი ინტერესების გატარება. როდესაც გეუბნებიან, კედელს დაეტაკეო, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან იცი, რომ დაზიანდები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...