spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ...

“მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს” – გია ხუხაშვილი

აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ამ დღეებში დაფიქსირებულ მძიმე პოზიცია-შეფასებებს უკრაინასთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით, კონკრეტული განმარტებებით და ოპტიმისტური განწყობით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს.

ამისთვის ორი მიზეზი მაქვს:

1. ახლა ევროპა აბარებს საკუთარი როლის და ფუნქციის გაძლიერებისთვის სერიოზულ გამოცდას, რისი წარმატების შანსი ვფიქრობ საკმაოდ მაღალია. უბრალოდ, სხვა გზა აღარ რჩებათ;

2. ამერიკული დემოკრატიაც აბარებს არანაკლებ სერიოზულ გამოცდას.

აშშ-ში უამრავი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ ამუშავდება და რომლის გადალახვაც ტრამპს გაუჭირდება.

მას სერიოზული, პრაქტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდება არა მხოლოდ ინსტიტუტებისგან, არამედ საკუთარი პარტიიდანაც და მაღალი ალბათობით, თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...