შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კვერცხებით ვერ დამალავენ სიმართლეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო...

“კვერცხებით ვერ დამალავენ სიმართლეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს თბილისის აეროპორტში საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმასხმის ფაქტთან დაკავშირებით:

,,კვერცხებით ვერ დამალავენ სიმართლეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია.

მათი სცენარი მარტივია – კვერცხები, პროვოკაციები, დაპირისპირება – ცდილობენ, შექნან ცრუ დღისწესრიგი, ხალხს დაავიწყონ მთავარი პრობლემა, რომ არალეგიტიმური რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია – ხალხი და დასავლეთი აღარ ენდობა ამ ე.წ. ხელისუფლებას;

ევროკავშირმა შეწყვიტა მნიშვნელოვანი დაფინანსებები;

ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები ძალადობრივ ჩინოვნიკებს და ეს პროცესი გაგრძელდება.

ინვესტიციები და სამუშაო ადგილები იკლებს.

რატომ აწყობთ პროვოკაციები? – იმიტომ, რომ გადაფარონ ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი საფრთხე თავად არიან და ხალხმა არ დასვას კითხვა ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს იზოლაციაზე? – პასუხია ივანიშვილის რეჟიმი!

ვინ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს? – პასუხი ისევ ივანიშვილის რეჟიმია.

რატომ მცირდება სამუშაო ადგილები და რატომ გრძელდება გაჭირვება? – იმიტომ, რომ ქვეყნის ძარცვა პირად ბიზნესად აქციეს!

ჩვენი არჩევანი ცხადია!

არ შევეგუებით რეჟიმს! არ დავუშვებთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას!

ჩვენი ბრძოლა – თავისუფლებისთვის, და რეჟიმის ცვლილებისთვის გრძელდება.

ისინი გვთავაზობენ შიშსა და მონობას – ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას და სიძლიერეს!

ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის და ხალხი მას დაიბრუნებს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...