კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის...

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით – მიხეილ ჩხენკელი

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

მიხეილ ჩხენკელი: „აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის გაგრძელდეს 30 აპრილის ჩათვლით.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ რეგისტრაციის ვადებს და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღს, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება. ასევე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ორშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან, პირველ არხთან ერთად ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ჩატარდება აბიტურიენტის საათი, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები მათ გაუწევენ კონსულტაციას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.“

ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...