შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამას, მარტივად, შემოვლითი გზით ბოროტების ჩადენა ჰქვია, რომელსაც...

“ამას, მარტივად, შემოვლითი გზით ბოროტების ჩადენა ჰქვია, რომელსაც შეიძლება ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ შინაარსით და სიმძიმით სხვა არაფერია, თუ არა მკვლელობა” –

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და პარალელს ავლებს სანდრო გირგვლიანსა და მზია ამაღლობელთან დაკავშირებულ ფაქტებს შორის :

ამას წინათ, ქ/ოცნების ერთ-ერთი იდეოლოგი წერდა, ყველაფერს ცდილობენ ოცნების მტრები, რომ რამე ისეთი ქეისი ჩაიჭირონ, რომელიც გირგვლიანის ტრაგედიის ტოლფასი იქნება, მაგრამ ასეთ რამეს ვერ ეღირსნენო, ვერ „გააგირგვლიანეს“ ოცნების დროს მომხდარი ამბებიო.

თუ დავაკვირდებით, ოცნების მიერ ადამიანების დაწიოკება სწორედ ასეთ მეთოდოლოგიაზე გადის: საზიზღრობები ჩაიდინონ მაშინ, როდესაც შავ საქმეებში – მინიმუმ მათი მომხრეებისთვის – დატოვებენ რაღაც პატარა კუნძულს ფეხის მოსაკიდებლად, კაუჭს, სინდისის მოსაჭიდებლად. ეს ყოველთვის არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ ამ მეთოდოლოგიას არ გადაუხვიონ.

ამის ბოლო, ყველაზე ნათელი მაგალითი მზია ამაღლობელის შემთხვევაა. რასაც ამ ქალს ქ/ოცნება უკეთებს დღეს, არაფერში წერია არც სამართლებრივად და არც მორალურად, მაგრამ ბრუტალური სიჯიუტით სწირავენ ადამიანს, რადგან ეგულებათ „პოლიციელსხელიგაარტყა“ „არგუმენტი“, რომლითაც უნდათ თავიანთი შავი საქმე „გაათეთრონ“ და ამ „გათეთრებაში“ მათი ის მომხრეებიც აიყოლიონ, რომლებიც, ზოგადად, დაჩაგრულის მიმართ ემპათიურები არიან.

ამას, მარტივად, შემოვლითი გზით ბოროტების ჩადენა ჰქვია, რომელსაც შეიძლება ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ შინაარსით და სიმძიმით სხვა არაფერია, თუ არა მკვლელობა“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...