ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"რუსეთს ვინღა კითხულობს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენზე...

“რუსეთს ვინღა კითხულობს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენზე ძლიერია…” – ლაშა ძებისაშვილი

,,საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე:

,,სამშობლოს ღალატის მუხლიო და რა მაინტერესებს იცით? აი, 2008 წელს, როცა ოკუპაცია განახორციელა რუსეთმა ჩვენი, გაჩერდა და საბოლოო ოკუპაცია გადადო დროებით… აი, მაშინ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი დოლარებში სადღაც 900 მილიონი იყო.

მას მერე ჯერ 2014-ში და მერე 2022-ში როცა იცი მკაფიოდ, რომ უკრაინის შემდეგ შენ ხარ რიგში, რომ კრემლმა დაგიპყროს, აი ამის ფონზე და ამ პერიოდში საოცრება ხდება. იმის მაგივრად, რომ ჯარი გაორმაგებულიყო და თავდაცვის ბიუჯეტი საფრთხის ადეკვატური გამხდარიყო, ჰოი საოცრებავ და ბიუჯეტმა ბოლო 16 წლის განმავლობაში კი არ მოიმატა, არამედ რადიკალურად იკლო და 2013 წლიდან დღემდე სტაბილურად 350-400 მილიონ დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, არც ჯარი გაზრდილა.

ანუ რუსი ღიად აცხადებს ამ ქვეყნებს დავიპყრობო (საქართველოს და უკრაინას) და აქ კიდევ ყურს არავინ იბერტყავს ლამის ათწლეულები უკვე.

ამ დროს აზერბაიჯანი ჯარით ყარაბაღს იბრუნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტი ჩვენსაზე ათჯერ მეტია. სომხებისას სამჯერ მეტი.

ხოდა რუსეთს ვინღა კითხულობს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენზე ძლიერია…”, – წერს ლაშა ძებისაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ დავთმობთ მათ მიერ მოპოვებულ თავისუფლებას და მათ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ” – პაატა...

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას მოუწოდებს 9 აპრილის დღისადმი...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ერთ სულ მოსახლეზე გინდა თუ ერთ კვადრატულ მეტრზე, დასანქცირებულთა რაოდენობით”...

სანქცირებების თემას ირონიული შეფასება-მინიშნებით ეხმაურება შინაგან საქმეთა და თავდაცვის...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”

ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...