პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებისაზოგადოებასა და მთავრობას ხვალ ანტიკრიზისულ გეგმას წარვუდგენთ -...

საზოგადოებასა და მთავრობას ხვალ ანტიკრიზისულ გეგმას წარვუდგენთ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ჯანდაცვის სისტემაში და მთლიანობაში კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ არსებულ პრობლემებზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე საზოგადოებაში პანიკის გამომწვევ მიზეზებზეც აკეთებს აქცენტს და მთავრობას კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

კარგია, რომ ჩამოვიდა 1000 ცალი სწრაფი ტესტი, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და არ არის საკმარისი. ეს არის ჩვეულებრივი ლაბორატორიული ტესტი, რაც რა თქმა უნდა ქვეყანაში აუცილებელია და უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის სწრაფი ტესტი, ყველაფერს სახელი უნდა დავარქვათ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სწრაფი ტესტებით შემოწმება მოხდეს.

ახლა მთავარი საკითხი – რატომ გვაქვს პანიკა? ეს გამოიწვია ორმა მნიშვნელოვანმა საკითხმა. პირველი ეს არის ჯანდაცვის სისტემის სამწუხაროდ გაუმართაობა, რადგან როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიდის პაციენტი და მას ვერ იღებს, შემდეგ მიდის ინფექციურთან და იქაც ვერ იღებენ, პაციენტმა არ იცის შემდეგ სად მივიდეს, რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მოედება მთელ მის გარემოცვას და ხალხი ერთმანეთს ურეკავს არ იციან ვის მიმართონ და რა გააკეთონ, შესაძლოა აქვს ფილტვების ანთება აქვს და შიშობს, რომ ხომ არ აქვს კორონავირუსი. დიაგნისტირება კი ვერ უკეთდება. ეს ყველაფერი უნდა ჩაცხრეს.

აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აამუშაოს პირველადი ჯანდაცვა – ოჯახის ექიმები და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად იყოს გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებები და საჯაროდ ვიცოდეთ მიმართვით სად უნდა წავიდეთ.

მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება!

პანიკის მეორე გამომწვევი მიზეზი არის გაუთავებელი და გაუგებარი ბრიფინგები, რომელიც ყოველდღიურად ტარდება მთავრობის მიერ. საუბრობენ ძალიან ბევრს და გაუგებრად, ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, გაუგებარი გზავნილი კიდევ უფრო აფრთხობს ადამიანებს, რაც მთავარია უნდა გვესმოდეს, რომ ბრიფინგები ხანგრძლივი და ბევრი კი არ უნდა იყოს, არამედ მოკლე, კონკრეტული გზავნილით და იყავით დამაჯერებლები, რომ გენდოთ.

რატომ გაუფასურდა ლარი მსოფლიოში ყველაზე მეტად?! იმიტომ, რომ ვისაც ახლა მართვის სადავეები აქვს მინდობილი, ყველაზე ნაკლები ნდობა აქვს ხალხისგან. ამ პანიკური ბრიფინგებით კიდევ უფრო მეტ პანიკას თესავთ საზოგადოებაში.

გამოდით და თქვით, პირველი, მეორე, მესამე… ეს არის სამოქმედო გეგმა. დაგიჯერებთ, მოგყვებით, ყველა ერთად გავაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში დავმშვიდდებით, ლარის კურსიც დასტაბილურდება, საზოგადოებაში პანიკა აღარ იქნება და მშვიდად, რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხებთ კორონავირუსს.

და აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ საზოგადოებას და მთავრობას წარვუდგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან, მოვხსნათ კარანტინი და გავაუქმოთ საგანგებო რეჟიმი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...