ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""ემიგრანტობა ჩემთვის მხოლოდ განსაცდელი არ ყოფილა – ეს...

“ემიგრანტობა ჩემთვის მხოლოდ განსაცდელი არ ყოფილა – ეს იყო ახალი შესაძლებლობების, თვითშემეცნების და ზრდის გზა” – თამარ შარაბიძე

სააგენტო “პარალელს” ისევ დაუკავშირდა საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, თამარ შარაბიძე. მან საქართველო 2022 წელს დატოვა. ახალგაზრდა ემიგრანტი, საქართველოდან, სააგენტო “პარალელს” და საზოგადოებას უყვება თავის ისტორიას და გამოცდილების შესახებ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში:

ჩემთვის ემიგრაცია იოლი არჩევანი არ ყოფილა. საქართველოდან წამოსვლა მხოლოდ პირად განსაცდელთან არ იყო დაკავშირებული. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადამეშალა, რაც არ იყო მარტივი, მაგრამ საჭირო იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც ამ გზაზე გავაკეთე, არის ის, რომ რაც არ უნდა რთული იყოს მდგომარეობა, ადამიანს ყოველთვის აქვს ძალა, თავიდან დაიწყოს ყველაფერი და საკუთარი ხელით შექმნას მომავალი.

საქართველოში ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა – ვსწავლობდი, ვცეკვავდი, სპორტით ვიყავი დაკავებული. ეს ყველაფერი ჩემი თვითმყოფადობის ნაწილი იყო. საფრანგეთში, თითქოს, ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო, რაც ბევრჯერ შემაშინებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს დაბრკოლება კი არა, ახალი შესაძლებლობა იყო. ემიგრაციამ მასწავლა, რომ ადამიანი მაშინაც კი, როცა ყველაფერი ეცვლება, მაინც შეიძლება დარჩეს იმად, ვინც არის – თუ კი არ დაკარგავს საკუთარ ძალას და რწმენას.

პირველ რიგში, არასდროს უნდა დავკარგოთ საკუთარი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ახალ გარემოს უნდა შევეგუოთ, ჩვენი ფესვები არ უნდა დავივიწყოთ. მნიშვნელოვანია ენის სწავლა, პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება და იმის მზადყოფნა, რომ გზა მარტივი არ იქნება. ხშირად შეიძლება თავი მარტოდ ვიგრძნოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ.

ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა მივხვდი, რომ ამდენ სირთულესთან გამკლავება მარტივი არ იქნებოდა. ერთ დღეს, როცა ძალიან მარტო ვიგრძენი თავი, უბრალოდ გავედი ქალაქში და დავიწყე ფიქრი იმაზე, რამდენად შორს მოვედი. ვუყურებდი ქუჩებს, ხალხს, ვგრძნობდი, როგორ შევიცვალე და როგორ გავძლიერდი. იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, ყოველთვის შეგვიძლია გავაგრძელოთ ბრძოლა და ვიპოვოთ ახალი გზები.

ასეთი მომენტები ბევრ ემიგრანტს აქვს. თავიდან თითქოს უცხო ხარ ამ გარემოში, მაგრამ დროთა განმავლობაში ამჩნევ, რომ ყველაფერი ეტაპობრივად დალაგდება. მთავარია, გვწამდეს საკუთარი ძალის და არ შეგვეშინდეს იმ ცვლილებების, რომლებიც გზად გვხვდება.

ხანდახან ცხოვრება გვაყენებს ისეთ გამოწვევების წინაშე, რომლებიც შეუძლებლად გვეჩვენება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ჩვენში ყოველთვის არის ძალა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება, აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და გავხდეთ უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა“, – აღნიშნავს თამარ შარაბიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ციხეში იყვნენ პოლიტიკოსები, სტუდენტები, ექიმები, მსახიობები” – ანა წითლიძე

პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადახდასა თუ არგადახდასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ...

“ვიდრე წიხლს ამოგარტყამთ ივანიშვილი, მანამდე რომ ამოიღოთ ხმა…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მწვავე...

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...