კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის...

“ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოიტანა” – რომან გოცირიძე

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ნახატებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს და კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძე:

ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოიტანა. ოფშორების კანონის წყალობით ამ მაქინაციის შედეგად ბიუჯეტში 86 მილიონი დოლარი არ გადაიხადა.

ბლუმბერგის შეფასებით ნახატების რეალური ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია, ანუ ბიუჯეტს 180 მილიონი დოლარი დაუმალა.

სად შეინახავს ამ ნახატებს ივანიშვილი? სახლში გამორიცხულია, ჯარი უნდა დააყენოს დასაცავად. “ქართუს” სარდაფი ამისთვის არ გამოდგება, სპეციალური რეჟიმია საჭირო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტენიანობის და ტემპერატურის სტაბილური და სტანდარტების შესაბამისი გარემოა, არის ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავი, სადაც 7 ტონა ოქროს ზოდები ინახება. ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაუწვდის დახმარების ხელს ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თუ არა.

ეროვნული ბანკის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა მოხდეს საკასო ცენტრის ფართის კერძო პირებზე გაქირავება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

სანქციიდან თავის დაღწევის ბევრ ამბავს შევიტყობთ თანდათანობით. მაინც ვერაფერი უშველის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცინიზმის მწვერვალია, როდესაც “ოცნება” ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე...

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...