ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მტერ-მოყვარე აგვრევია... ადამიანებს ბრალი აქვთ ქვეყნის ღალატში…" -...

“მტერ-მოყვარე აგვრევია… ადამიანებს ბრალი აქვთ ქვეყნის ღალატში…” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არსებულ მწვავე რეალობაზე საუბრობს და კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს:

,,რაღაც უბედურებაა ჩვენსთავს, მტერ-მოყვარე აგვრევია…. ადამიანებს ბრალი აქვთ ქვეყნის ღალატში, მტერთან თანამშრომლობაში, მთელი პროგრესული საზოგადოება და სახელმწიფოები (ევროპა, ამერიკა) სახელდობრ ასანქცირებს მათ ამ დანაშაულის გამო და წყვეტს მათთან ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა ურთიერთობას და ჩვენ კიდევ ხელისუფლებად მოვიხსენიებთ… და მათგან ველოდებით არჩევნების დანიშვნას?

ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობს მათთან ადგილობრივ საკრებულოში!! არ მესმის, ევროპა-ამერიკისთვის – მათ ღირებულებებს უღალატეს და ჩვენ ქვეყანა მოგვტაცეს!

არ მესმის, რა არის ჩვენი პოზიცია, სადაა ერთობა? რატომ გადმობარგდა და რატომ აღმოჩნდა სათავეში ის ადამიანები, პოლიტიკური ფიგურები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის მოტაცებაში…

თანამშრომლობდნენ რუსებთან, როდესაც ამზადებდნენ გადატრიალებას, როდესაც დადგეს ბედუკაძის ქეისი (ეს ბედუკაძე ახლა რუსეთშია და იქ მიღებულია, ასლან აბაშიძესთან, იგორ გიორგაძესთან, თემურ ხაჩიშვილთან ერთად), ვინც 9 თვის ბავშვი ქვევრში ჩაახრჩო და არ გამოიძია… ვინც რუსის აგენტურა ციხიდან გაათავისუფლა პოლიტპატიმრის სტატუსით!

Როგორ ფიქრობთ, ვისთვის იყო რთული გაერკვია ბიძინას ბიოგრაფია, თუნდაც იმ რუსულით, რომელზედაც ის ამეტყველდა ჩვენ თვალწინ, შეეძლო დაეცვა სამეცნიერო ხარისხი რუსეთში? რა ჰქვია ამ მდგომარეობას?”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა გავიმარჯვებთ, ასეთი პოლიტიკური ნაგვის გატანა #1 ამოცანა უნდა იყოს!” – ნანა ტოხვაძე გოგა...

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან მიმართებაში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მძიმე...

“დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ, თუ ადრესატი 2-ზე...

უფლებადამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე...

“მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ა. რ. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟბაძე, თანამდებობის დატოვების...

“ქვეყნის გადარჩენის საშიშროებას თუ ვერ გრძნობთ, გაძვირებულ ფასებს ხომ გრძნობთ?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საზოგადოებას პროტესტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”

ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...