ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიშეზღუდვები"ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად...

“ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა. გაზის გარეშე დარჩა 150 000 აბონენტი” – კომპანია “თბილისი ენერჯი”

კომპანია “თბილისი ენერჯი” ერთგვარ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს 9 თებერვალს გაზსადენზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით:

🔻 9 თებერვალს ღამის 11 საათზე სადისპეტჩერო პროგრამამ ქსელში წნევის ვარდნა დააფიქსირა. ავარია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუდგენელი მიზეზით მაგისტრალური 500 მმ -იანი მილი დაზიანებული დახვდა.

🚫 ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა. გაზის გარეშე დარჩა 150 000 აბონენტი.

🔻გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად გათიშულ უბნებში, ყველა კორპუსთან დაიწყო სავალდებულო უსაფრთხოების სამუშაოები-გაზის ცენტრალური ონკანების გადაკეტვა. რაც აუცილებელია გაზის ქსელში შეშვებამდე, თითოეული ოჯახის უსაფრთხოებისთვის. პროცესი გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და 10 თებერვლის დღის პირველ ნახევარში დასრულდა.
რის შემდეგაც დაიწყო ქსელში გაზის შეშვება.

🔷 კომპანიაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში 23:00 საათამდე მუშაობდნენ. ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები – იმავე დღეს ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება აღუდგა.

🔻 გაზის მიწოდების აღდგენის სამუშაოები 11 თებერვალს დილის 8:00 საათიდან განახლდა, რადგან ღამის განმავლობაში აკრძალულია გაზის ჩართვა ქსელში აბონენტების უსაფრთხოების გამო. გეგმის მიუხედავად, გათიშული აბონენტების დიდი რაოდენობისთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენა იმავე დღეს ვერ მოხერხდა. დღის ბოლოსთვის ვაკის რაიონი თითქმის სრულად ჩაირთო. საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე კი გათიშული აბონენტების 55%-ს აღუდგა გაზმომარაგება. სამუშაოები 23:00 საათამდე გაგრძელდა.

🔻 12 თებერვალს 8:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის 12 საათისთვის სრულად ჩაირთო ვაკის რაიონი, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე. დღის 15:00 საათისთვის საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76 700 აბონენტს გაზის მიწოდება აღუდგა. აქტიური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

📣 კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სს “თელასი”: 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

სს “თელასი”: 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

სს “თელასი”: 1 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ჩუღურეთის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...