შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე...

“დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან” – კახა კალაძე შევჩენკოს შესახებ

რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, ახლა უკრაინა განსაცდელშია, შევჩენკო ჭირისუფალია და ამ ეტაპზე, არ სურს პოლემიკაში შევიდეს ჭირისუფალთან და განმარტებები აკეთოს განცხადებაზე, სადაც შევჩენკო საუბრობს, რომ თბილისის მერთან ურთიერთობა აღარ აქვს.

რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.

რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველ ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ცნობისათვის: “კალაძესთან არ მაქვს ურთიერთობა – ის ჩემთვის არ არსებობს!“ – ასე უპასუხა ანდრეი შევჩენკომ ჟურნალისტს, კახა კალაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...