spot_img
მთავარიეს საინტერესოა2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლებმა...

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლებმა სარეკლამო შემოსავლებიდან 24 მილიონი ლარი მიიღეს

2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით ნაკლებია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 34.9%-ით ნაკლები იყო და სულ 21.4 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. 2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში – 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა.

ტელევიზიებისთვის 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 12.9% – სპონსორობამ, ხოლო 12.7% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის IV კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალმაც 7.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 3.5 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.6 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 2.1 მილიონს გაუტოლდა. 2024 წლის IV კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღო პოსტვ-იმ, რაც 2023-ის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალთან შედარებით 0.2 მილიონით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის შემოსავალიც 1.5 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.8 მილიონი ლარით შემცირდა და 1 მილიონი ლარი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით ნაკლებია. „ბი ემ ჯი“-ისთვის 0.2 მილიონი ლარით შემცირდა კომერციული შემოსავლები და სულ 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „სილქნეტს“, მათი შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 0.3 მილიონი ლარი შეადგინა.

რადიომაუწყებლებისთვის კი 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

21 ივლისს თბილისის დროით 20:40-ზე საქართველოში 3.3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

🐦კავკასიური ყარანა (Phylloscopus) – ჩვენი მაღალმთიანეთის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...