ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა პირველი შედეგი უკვე გამოიღო?"...

“დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა პირველი შედეგი უკვე გამოიღო?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

წინა პოლიტიკური კვირა იმით დამთავრდა, რომ უიქენდებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამ მსხვილ სავაჭრო პარტნიორს: კანადას, მექსიკასა და ჩინეთს, მძიმე სავაჭრო ტარიფები დაუწესა. კანადიურ და  მექსიკურ საქონელზე აშშ-ში ფასნამატი 25%-ს იქნება (გარდა კანადის ენერგეტიკული პროდუქციისა, რომელიც 10 %-იანი ტარიფით განისაზღვრა), ხოლო ჩინურ პროდუქციაზე – 10%. ჯამში სამი ქვეყნის წილი ამერიკულ ბაზარზე პროდუქციის 40%-ს შეადგენს.

თავად დონალდ ტრამპის განცხადებით კანადასთან და მექსიკასთან სავაჭრო შეზღუდვები შენარჩუნდება მანამ, სანამ შეერთებულ შტატებში მიგრანტებისა და არალეგალური ფენტანილის ნაკადი არ შეჩერდება[1]. ახლო მომავალში აშშ-ის წარმოებული პროდუქციის მიმართ სარკისებრი პოლიტიკის გატარებას აპირებენ „სანქცირებული“ სამი სახელმწიფოს მთავრობებიც.

პოლიტოლოგებმა და ეკონომისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს, როგორც „სატარიფო ომები“. თეთრი სახლის მსგავსი ნაბიჯები დიდ ზიანს მოუტანს არა მარტო კანადურ და მექსიკურ ეკონომიკას (გააჩერებს იმ საწარმოებს, რომლებიც ორიენტირებული არიან ამერიკის სამომხმარებლო ბაზრებზე), არამედ მნიშვნელოვნად გაუძვირებს აღნიშნულ პროდუქციას ამერიკელებსაც, ხოლო მოკლევადიან პერიოდში ზოგიერთ პროდუქტებზე შეიძლება დეფიციტიც გამოიწვიოს. ასე მაგალითად, რადგან ამერიკული მანქანათმშენებლობის დარგი მჭიდროდ არის ინტეგრირებული მექსიკურ კომპანიებთან და ამარაგებენ მას სხვადასხვა მაკომპლექტებელი ნაწილებით, ექსპერტების აზრით ამერიკული მანქანების ფასი მომხმარებლებისთვის შეიძლება მინიმუმ 3000$-ით გაძვირდეს. უკეთესი მდგომარეობა არ ელოდებათ ეკონომიკის სხვა დარგებსაც, რაც ბირჟაზე ამ კომპანიების აქციის ფასებზე უარყოფითად უკვე აისახა. ერთ-ერთი სფერო, რომლის აქციის ფასებიც იზრდება ეს ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიებია[2]. ასე, რომ როგორც იტყვიან: „სავაჭრო ომებში მოგებული არცერთი მხარე არ რჩება“.

დისტანციურად უკვე შედგა დონალდ ტრამპის  კომუნიკაცია მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან. მხარეებმა გადაწყვიტეს სატარიფო შეზღუდვების ამოქმედება ვადაში ერთი თვით გადაწიონ. მხოლოდ ერთი პირობით, რომ  კანადა და მექსიკა აშშ-თან საერთო სახელმწიფო საზღვრების პატრულირების გაძლიერებენ, რათა შტატებში არ მოხვდნენ არალეგალები და ნარკოტიკული საშუალებები. ადრე თუ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თეთრი სახლის საზრუნავს წარმოადგენდა, ახლა მეორე მხარეც ჩაერთვება ამ პროცესში და თუ ერთობლივმა ძალისხმევამაც შედეგი გამოიღო სატარიფო შეზღუდვები დღის წესრიგიდან მოიხსნება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს უცნაური მანერა აქვს მიაღწიოს შეთანხმებას პარტნიორებთან, მაგრამ სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა, რომ წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს მომავალში იგი რა ახალ ნაბიჯებს გადადგამს და როგორ აისახება ეს ყველაფერი  აშშ-სა და სხვა ქვეყნების ბედზე.  როგორც იტყვიან მეგობრები უნდა გყავდეს მუდმივად ტონუსში, რომ მტრებს შენი ეშინოდეთ. როგორც ჩანს ამ პრინციპით ხელმძღვანელობს დონალდ ტრამპი.

ვნახოთ ერთი თვის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩინეთს, ოფიციალური პეკინი აპირებს აშშ-ს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უჩივლოს.

 

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A1/33301462.html
  2. https://www.youtube.com/watch?v=2Q1sXrYIHWg&t=676s

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...