ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიღებულია გადაწყვეტილება, ამერიკული კანონის "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" (FARA)...

“მიღებულია გადაწყვეტილება, ამერიკული კანონის “უცხოური აგენტების რეგისტრაციის” (FARA) ზუსტი ასლის მიღების თაობაზე” – კახა კალაძე

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ USAID-ის კრიმინალური საქმიანობის გამოაშკარავების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA) ანალოგიური კანონპროექტის ინიციირების შესახებ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეს უკვე ცხადი გახდა ის, თუ საიდან შემოედინებოდა თანხები საქართველოში და რას ხმარდებოდა ეს რესურსები.

გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, ძირითადად მიმართული იყო პოლარიზაციისკენ, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისკენ და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ. ამის ბევრი მაგალითი გვახსოვს, თუმცა, გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ და ხან იუმორით, ხანაც დაცინვით გვპასუხობდნენ.

ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა USAID -ის შესახებ, მგონია, რომ ყველაფერი ცხადი გახდა. კერძოდ ის, თუ საიდან შემოედინებოდა ეს თანხები, ვინ იდგა იმ რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების უკან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ზუსტად ისეთი კანონის ამოქმედების შესახებ, როგორიც დღეს აშშ-ში ფუნქციონირებს.

იქნება კოპირება, ასლი, რომ რაიმე კითხვები არ გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

თბილისის ვიცე-მერის პოსტს გიორგი ტყემალაძე დაიკავებს

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს...

“სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს პოლიტიკურ შეფასებებს ირაკლი...

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...