ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა... იყო...

“იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა… იყო პერიოდი მრცხვენოდა…” – ნინი გოგინაშვილი

ყოფილი პოლიციელი, ნინი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, თუ რას ნიშნავს ემსახურო სამშობლოს და რატომ მოუწია სამსახურის დატოვება:

,,ვაცნობიერებდი, რომ ბევრ რამეში შევიზღუდებოდი, პოლიციაში მუშაობის დაწყებისთანავე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი და დიდი ბრძოლის შემდეგ, სიამაყით დავიწყე მუშაობა 👮

სიმართლე რომ გითხრათ, როგორც პოლიციელის, ჩემი აქტიური ჩართულობა აქციების პროცესში არასოდეს ყოფილა, პირველი მიზეზი იყო სქესი და მეორე ის, რომ აეროპორტში ვმუშაობდი და აეროპორტის თანამშრომლები, მსგავს პროცესებში უკიდურეს სიტუაციებში ერთვებოდნენ.

იყო პერიოდი მეამაყებოდა ფორმა რომ მეცვა… იყო პერიოდი მრცხვენოდა…

მრცხვენოდა მაშინ, როცა იმ უმრავლესობაში ვითვლებოდი (მიუხედავად პირადად ჩემი არანაირი ჩართულობისა), რომელიც ხალხს გაფრთხილების გარეშე არბევდა, რომელიც ადამიანებს დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, მხედველობას აკარგვინებდა მშვიდობიან პროტესტანტებს, რომლებსაც, არაკანონიერი დავალებების შესრულება უწევდათ, მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია, ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი.

სახელმწიფომ დაიწყო კანონებით ბრძოლა, ადამიანების მიმართ და სადაც ადამიანებს ამდენი რამ ეზღუდებათ, იქ ადამიანების უფლებების დაცვაზე ხომ ზედმეტია საუბარი…

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ყველაფერი ტყდება დაბალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებზე, დანარჩენნი კი რესტორნებში სხედან და ბრძანებებს გასცემენ…

დროა გააცნობიეროთ, რომ არ უნდა იყოთ უკანონო ბრძანებების შემსრულებელნი, (თუმცა სადღა არსებობს საერთოდ რამე კანონი), რომ ის მბრძანებლები თქვენს გარეშე ვერაფერს გახდებიან. დროა გააცნობიეროთ , რომ მოვიდა დრო სწორ მხარეს დგომის…

თქვენ გგონიათ სახელმწიფოს ემსახურებით? დაფიქრდით, სახელმწიფო თავზე გვენგრევა… სახელმწიფოს მსხვერპლი ვარ მეც და თქვენც, თითოეული აგრესორი…

იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა… ახლა არის დრო, როცა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგევარ 🇬🇪🇪🇺

მიყვარხართ ყველა და მეამაყებით, ვინც ამდენი დღეა გმირულად იცავთ ქვეყანას 🇬🇪”, – წერს ნინი გოგინაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“რა გადაგვარჩენს? ახალი, სამართლიანი არჩევნები და კოალიციური მთავრობა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საზოგადოებისა და პოლიტიკური...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...