პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის...

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით?” – ნაირა გელაშვილი მზია ამალობელზე

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “კავკასიური სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასა და შიმშილობასთან დაკავშირებით:

როდემდე?
როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით?

იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ!

იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო უღირსებო, ლაჩარი კაცებით, რომლებიც ვაჟკაცობად თვლიან უმწეო პატიმარი ქალის შეურაცხყოფას, მისდამი უხამს მუქარას და შურისძიებას!

რომლებსაც მამაკაცური ღირსების კოდექსის არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი სმენიათ!

ი. დ.- ძის მაგვარ ძალოვანთა გარეგნულად გაფუყული მამაკაცობა უბადრუკობით არის ამოვსებული! ასეთებს შეუძლიათ საქვეყნოდ იწუწუნონ, რომ ქალის სუსტად მოქნეულმა ხელმა, უფრო ზუსტად კი თითების შეხებამ ნიკაპზე, ტკივილი მიაყენა მათ! (აი, ამაზე კი შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ნამდვილად არ მომხდარა!).

ასეთებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააგებინებს, რას ნიშნავს სიტყვა „სირცხვილი“ და „სამარცხვინო“!

ეს სუბიექტი ჩვენს უახლეს ისტორიასა და წიგნში „ღირსების შესახებ“ (რომელიც, საბედნიეროდ, იწერება), შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი!

საერთოდ, მზია ამაღლობელის ამბავი ტესტია მთელი საზოგადოებრივი მორალისთვის და ცალკე უნდა გაანალიზდეს იმ არსებათა საქციელი, სისხლისა და შურისძიების წყურვილი ქვეცნობიერში რომ აქვთ ჩატენილი და მსგავს შემთხვევებში ამოანთხევენ ხოლმე ან ხმამაღლა ან ხმადაბლა, ოღონდ შეფუთულს სახელმწიფოებრივი წესრიგისადმი ერთგულებით. ასეთები ჩუმად იტანდნენ და იტანენ დამცირებას და ახლა უბრალოდ შურთ იმისი, ვინც ეს ვერ და არ აიტანა („შიმშილობს და იშიმშილოს!“ „იშიმშილოს და მოკვდეს“! -სოციალური ქსელები).

მაგრამ განსაკუთრებით შემზარავი ის არის, რომ არც საერო და არც სასულიერო ხელისუფალთა შორის ერთიც კი არ აღმოჩნდა, ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანი, ქალი, (რომელიც მუდამ სანიმუშო რეპუტაციით, პროფესიული ცოდნითა და თავდადებული შრომით გამოირჩეოდა), უკვე 21-ე დღეა შიმშილობს!

ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ მოქალაქე ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, მერე არა ადამიანური მოპყრობით აფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანეს, და მერე სუსტად მოქნეული სილის გამო შვიდ წელს უსჯიან და თან სახელს უტეხენ! ვინც აღშფოთდებოდა, რომ მას მშვიდად იმეტებენ სიკვდილისათვის! ეს ხომ იგივეა რაც მკვლელობა!

ცხადია, ვისაც ბოლომდე სურს მკვლელად ჩამოყალიბდეს, იმას ვეღარაფერი შეაჩერებს, მაგრამ რადგან სასწაულების მჯერა, მაინც მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! (ომშიც ხომ აქვს ადგილი სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებს).

მერე მართლა გვიან იქნება და გვიან იქნება მრავალი თვალსაზრისით“, – აცხადებს ნაირა გელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...