პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე საპატიმროში მოშიმშილე მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:
“ვშიშობ, რომ ეს ხელისუფლება მოშიმშილე ქალბატონის გარდაცვალებაშიც ვერ ხედავს პრობლემას. პირიქით, შეიძლება უკვე უნდათ კიდევაც, რომ ეს ნავსიც გატეხონ და ასეთი სტანდარტი დააწესონ ქვეყანაში.
არ მინდა ამის თქმა, მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოებაში გარკვეული აღშფოთების გარდა ამას რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი არ მოყვება. ზოგადად, ამათზე ე.წ. ნამუსზე აგდება აღარ მოქმედებს, რადგან ნამუსი უკვე მთლიანად დაკარგულია.
შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია ქალბატონი მზიას დარწმუნება, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და სიღრმისეულად გადაიხედოს ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა. რჩევებს და რეცეპტებს აქ ნუ მომთხოვთ. ეს საფიქრალი და სამუშაოა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ ვაშაკიძე.