კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა და პატიოსანი კონკურენციის...

“ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა და პატიოსანი კონკურენციის წესების იგნორირება, როდესაც ივანიშვილის კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მწვავე კრიტიკულ შეფასებას აძლევს ე.წ. “ოფშორების” კანონს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ოფშორების კანონი იმაზე მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თითქოს ელემენტარული რაღაცაა-ოფშორებიდან ვიღაცას უძრავი ქონება საქართველოში “გადმოაქვს”. სინამდვილეში ეს აქტივები ფიზიკურად დიდი ხანია, რაც აქ არის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მიწები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საწარმოები, ბანკი და ა.შ. ყველაფერი ოფშორული კომპანიის საკუთრება იყო. დღემდე აქ ქონების გადასახადს მაინც იხდიდნენ.

ამ კანონით, ოფშორიდან ქაღალდზე აქ გადმოწერილი ეს კომპანიები 2030 წლამდე გათავისუფლებული არიან ქონების გადასახადისაგან. გადმოფორმებისას თავისუფლდებიან იმპორტის გადასახადისაგან, აგრეთვე საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან.

ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა და პატიოსანი კონკურენციის წესების იგნორირება, როდესაც ივანიშვილის კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლაშა ბუღაძე: “ისტორიულად რევოლუციურ პროცესში ვართ”

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...