პარასკევი, ივლისი 18, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯანმრთელობას ვუსურვებ მზია ამაღლობელს და ნებისმიერ პატიმარს. ყველას...

“ჯანმრთელობას ვუსურვებ მზია ამაღლობელს და ნებისმიერ პატიმარს. ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ მისი მხრიდან ადამიანური სინანულიც არ მომისმენია” – კახა კალაძე

ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის?

პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს?

მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ასევე მადლობა გადაუხადა შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომელიც ქვეყანაში წესრიგს იცავს.

ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში. არავის მიეცემა იმის უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და ა. შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“მე მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუგოსლავიის მაგალითზე კონკრეტულ დასკვნებს...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...