ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის განმარტებებს ეხმაურება EMAAR ჯგუფის მიერ საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით:
“დიდი ალბათობით ჩინელებმა ქოცებს უთხრეს ბოდიშისთ, ჩვენ სანქცირებულ ტიპებთან ვერაო და ახლა არაბული ზღაპარი მოიფიქრეს, რომ თავის უტვინო მხარდამჭერებს რამე მაინც შეაჩეჩონ დროებით გასამხნევებლად.
მაგათაც ახლა მტკიცებულებები არ მოითხოვონ. იჭყლოპინებენ ბედნიერად კაიხანს. რომ გაირკვევა რომ ეგეც ტყუილია რამე ახალს მოიფიქრებენ კიმბერლის პონტში, რა პრობლემაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.