პარასკევი, ივლისი 18, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა მოკვდეს მაინცდამაინც ადამიანი?! გაათავისუფლეთ სასწრაფოდ მზია ამაღლობელი,...

“უნდა მოკვდეს მაინცდამაინც ადამიანი?! გაათავისუფლეთ სასწრაფოდ მზია ამაღლობელი, ბოლომდე ნუ იჭრით თავს და ნუ ატალახიანებთ კიდევ უფრო, საკუთარ სიცოცხლეს!!!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას და შიმშილობის ფაქტს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

რა სირცხვილია, 17 დღე ქალი – მზია ამაღლობელი შიმშილობს, მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს, ვღელავთ, ადგილს ვერ პოულობს ადამიანი, აღარ იციან ადამიანებმა რა უკიდურეს საპროტესტო ფორმას მიმართონ…

ამ “ოცნების” ხელისუფლებას მიჰყავს უკიდურესობამდე პროცესი… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკანონობას, შერჩეულ სამართალს, ყველაფერს, რა კაცია და ვინ არის ეს პოლიციელი, მთელი ცხოვრება თავზე ლაფდასხმულმა თითით საჩვენებელ საცოდაობად, უბადრუკობად რომ უნდა იაროს?! რატომ უნდა მოიქცე ადამიანი და მამაკაცი ასე, შენს თავს რატომ უნდა მოექცე ასე და როგორ უნდა დაეშვა ფსკერზე?!

რა გახდა, ეს რა ჩაციებაა მანიაკური, უნდა მოკვდეს მაინცდამაინც ადამიანი?! გაათავისუფლეთ სასწრაფოდ მზია ამაღლობელი, ბოლომდე ნუ იჭრით თავს და ნუ ატალახიანებთ კიდევ უფრო, საკუთარ სიცოცხლეს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“მე მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუგოსლავიის მაგალითზე კონკრეტულ დასკვნებს...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან...

"ქართული ოცნების" ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...