კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა...

“დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა ციხეში შიმშილობს… მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ” – თინა ბოკუჩავა

დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება“, – განაცხადა „ერთიანობა ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

„ერთიანობა ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, სადაც ის ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა:

საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა – ან ჩაეფლობა რუსულ ავტორიტარიზმში ან მოემზადება ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა, თქვენც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის განსაზღვრაში. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად, ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც მოიპარა არჩევნები, ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის ნებას, შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიმართავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრუტალური დარბევებით, მასობრივი დაპატიმრებებით, ცემით და წამებით; რომელსაც პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ.

საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ნიშნავს:

ევროპის სახალხო პარტიის მიერ ბრიუსელში მიღებული რეზოლუციის უგულებელყოფას, რომელიც მოუწოდებს მის წევრებს არ ცნონ დელეგაციის მანდატი;
საშვის გაცემას რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ რუსეთის ინტერესების მსახურებისთვის;

მოპარული არჩევნების და იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომლის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარებაზეც უარს აცხადებს საერთაშორისო საზოგადოება;

ძალადობის ლეგიტიმაციას და წახალისებას;

ამ ასამბლეისთვის მინიმალური სანდოობის დაკარგვას ქართველი ხალხის თვალში.
მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უკვე 60 დღეა ქუჩაში აპროტესტებს, უკანონო ნივთიერებებით გაჟღენთილი გაზით იწამლება, ჩვენს ახალგაზრდებს აპატიმრებენ, აქტივისტებს სცემენ და აწამებენ, დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, როდესაც არცერთი მოძალადე პოლიციელი არ დასჯილა, ახლა არის გადამწყვეტი მოქმედების დრო თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი ზარქუა: “რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა”

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა. ავარიული კორპუსების მოვლაა!”...

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...