პარასკევი, ივლისი 18, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და...

“თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დახსნა საპყრობილედან” – ნანა ჯანელიძე

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს.

თქვენო უწმინდესობავ,
დღეს, საქართველოს საპყრობილეში მე-16-ე დღეა შიმშილობს ქალი, ჟურნალისტი, ორი მედიაპლატფორმის დამფუძნებელი, სიმართლისთვის მებრძოლი მზია ამაღლობელი. მას სოლიდარობა გამოუცხადა კიდევ ორმა ახალგაზრდა პატიმარმა, ისინი მე-5 დღეა შიმშილობენ. ეს არის მათი პასუხი უსამართლობაზე, ძალადობაზე, წყვდიადის შემოტევაზე, რაც დღეს საქართველოში ბობოქრობს. დღეს ჩვენს ქვეყანაში განგაშის ზარი რეკს და ეს ზარი ყოველ ჩვენგანს უხმობს.

დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელმა მედიამ იტვირთა ადამიანთა დაცვის, გადარჩენის ფუნქცია.

მზია ამაღლობელმა შიმშილობას – პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი – მართალი სიტყვა- აართვეს. მისი გადაწყვეტილება, იბრძოლოს ბოლომდე, მტკიცე და ურყევია და ყოველი ჩვენგანი ქედს იხრის მის წინაშე.
იგი, იმ დიდებულ ქალთა სულის სიმტკიცის მატარებელია, ვისი სახელი და ნათებაც დღემდე მფარველობს საქართველოს.

თქვენო უწმინდესობავ,
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დახსნა საპყრობილედან. მხოლოდ თქვენს სიტყვას, სიბრძნეს, ავტორიტეტს, შეუძლია იმოქმედოს „ამა ქვეყნის ძლიერებზე“ და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

სხვანაირად, მოვლენები შეიძლება საბედისწეროდ განვითარდეს და მართალი ადამიანის მსხვეპლთშეწირვით თავსლაფდასხმულ, ნაბუქოდონოსორის და ჰეროდეს ქვეყანაში აღმოვჩნდეთ. ამის იქით კი უფსკრულია.

პატივისცემით, მოწიწებით და იმედით
ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი, 27.01.2025

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...