შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული...

“ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს არ ექნება აღიარება” – თინა ბოკუჩავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება და ამ ასამბლეას ესწრება:

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა უპრეცედენტო რამ, რომ პირველად ისტორიაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, არ ცნო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და გადასცა აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს.

ასეთი არასდროს მომხდარა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში და ასეთი პრეცედენტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს ევროპული აღიარება არ ექნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს. დღეს ამოქმედდა ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი რაც კი გააჩნია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეს არის უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას  პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...