spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩემი ინფორმაციით ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა...

ჩემი ინფორმაციით ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს სურდა საქართველოში სწრაფი ტესტებისა და PCR ტესტების შემოტანა, თუმცა ვერ შეძლო ამ საკითხის გატანა. ვაშაძე კვლავ არ ეთანხმება კორონავირუსთან ბრძოლის ტაქტიკას და აცხადებს, რომ როგორც ევროპა წავიდა არასწორი გზით, რასაც მონაცემები მოწმობს, ასევე ჩვენს ქვეყანაში არის ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები.

პოლიტიკოსებს შორის პირველი ვიყავი, ვინც მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და შევაჩერე ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ფეიქ ტესტებზე საუბარს, რადგან კომპანიებმა, რომ ფეიქ ტესტები აწარმოონ, ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაშია სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ სხვაგანაც და მწარმოებლებმა კარგად იციან, რომ ეს ნიშნავს ციხეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეკულაცია, ეს არის სამწუხაროდ იმ შეცდომის შედეგი, რომელიც დაუშვა საქართველომ თავიდანვე, ამ პროცესში ბრძოლის კუთხით. ჩემი ინფორმაციით ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო.

მე ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ტიკარაძეს სურდა არა მხოლოდ სწრაფი ტესტების შემოტანა, არამედ PCR ტესტებისაც. დაგვიანებული არის, მაგრამ გადაუდებელია ამ ტესტების შემოტანა.

როგორც ვიცი ხელისუფლებამ ერთი დღით გადმოწია სწრაფი ტესტების შემოტანა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაჩუქარი 1000 ტესტის, რომელიც ჩინეთმა ორი კვირის წინ აჩუქა. სამწუხაროდ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა კორონა ვირუსთან ბრძოლაში, რომელსაც მონაცემები გვაჩვენებს. ჩვენ უფრო არასწორი გზით წავედით, ერთიანი ძალისხმევით ეს არასწორი ნაბიჯები სწორ კალაპოტს უნდა დავუბრუნოთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...