კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვექნება მოხსენება ალდეს ფრაქციაზე, სადაც ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ...

“გვექნება მოხსენება ალდეს ფრაქციაზე, სადაც ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე” – გიორგი ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, სადაც შეხვედრებია დაგეგმილი, ევროპის სავადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.

დაგეგმილ შეხვედრებსა და განსახილველ თემებთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა ლიდერმა საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვისას ისაუბრა:

ვიწყებთ შეხვედრებს სტრასბურგში.

შევხვდებით ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებს მთელი ევროპის მასშტაბით. გვექნება მოხსენება ალდეს ფრაქციაზე, სადაც ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე – გაყალბებულ არჩევნებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე, ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც ადგილი აქვს “ქართული ოცნების” თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან.

და რაც მთავარია გვექნება მსჯელობები გამოსავალზე – გამოსავალი კი არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და რაც შეიძლება სწრაფად არჩევნების დანიშვნა იმისთვის, რომ ეს უმძიმესი კოლაფსური კრიზისი, სადამდეც მიიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ”, დამშვიდდეს/დაწყნარდეს და საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული სვლა ევროპული მიმართულებით.

ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ჩვენ თქვენს სათქმელს აუცილებლად მივიტანთ ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან! ✊🇬🇪🇪🇺“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...