საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტსა და მასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს:
,,რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ აგორებულ იმ ბინძურ კამპანიას, ეტყობა ძალიან ეტკინათ, რომ ვერ გამოგვკეტეს ციხეში, და რომ ვერ მიიღეს ის, რისთვისაც მოგვიწყვეს პროვოკაცია, და შემდეგ უკვე იმ დამონტაჟებულ ფოტოებზე და ვიდეოებზე გადავიდნენ, რასაც ავრცელებდნენ ეს ფაშისტი-ლიბერალები!
საკუთარ დედებს და მამებს დაუმონტაჟონ ეგ ვიდეოები და ფაბრიკაციები და ის გაავრცელონ მომავალში😊!!! ეს და სხვა უამრავი ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რა ფაშისტურ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე!” – წერს ირაკლი ზარქუა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე