საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისერთ-ერთ ინტერვიუში დაფიქსირებულ პოზიციას მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“სალომე ზურაბიშვილი, რომ საკუთარი მდაბიო ამბიციების თუ პოლიტიკური ვნებების დასაკმაყოფილებლად, ხშირად უკადრებელს კადრულობს, ეს ვიცით. გუშინ უცხო ქვეყნების სერვილიზმის მორიგი რეკორდი დაამყარა, როგორც აგენტმა.
ამ სიტყვების მერე თავმოყვარე ქართველი მას არ უნდა მიესალმოს და ხელი არ უნდა ჩამოართვას, როგორც მინიმუმ.
უსამშობლოები რა თქმა უნდა აღტკინდებიან მისი ამ სიტყვებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის: ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ არ შეიძლება კავკასიაში 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ დამცირდეს“.