შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებინომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გავხადოთ სწრაფი...

ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გავხადოთ სწრაფი ტესტები და მოვახდინოთ სწრაფი დიაგნოსტირება – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსული ინფექციის დამდგენი სწრაფი ტესტი ჩაიტარა. გიორგი ვაშაძემ იქ მყოფ ჟურნალისტებსაც შესთავაზა ექსპერიმენტში მონაწილეობა და მათაც ჰქონდათ სურვილი და შესაძლებლობა გაეკეთებინათ ტესტები, დაედგინათ ჰქონდათ თუ არა კორონავირუსი. ოპოზიციონერმა ლიდერმა ყურადღება ასევე მთავრობის ჩართულობაზე გაამახვილა. მისი განმარტებით სახელმწიფო თუ არ ჩაერთო ამ საკითხში, სწრაფი ტესტების ჩამოტანა გართულდება, რადგან სპეც-რეისია საჭირო, საზღვრებია დაკეტილი და უამრავი პრობლემაა:

მინდა პირდაპირ ეთერში ვნახოთ, როგორ მუშაობს სწრაფი ტესტები, რომელიც ძალიან მარტივია გასაკეთებლად. სამწუხაროდ PCR ტესტები ჯერ ვერ ჩამოვიტანეთ, მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა კომპანიებთან და ვცდილობთ, რომ ჩამოვიდეს.

ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გავხადოთ სწრაფი ტესტები და მოვახდინოთ სწრაფი დიაგნოსტირება. სწრაფი რეაგირება მოახდინა სამხრეთ კორეამ, რომელსაც არც საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადებია და ანტიკრიზისული გეგმა აქვს, რომლითაც მოქმედებს, მხოლოდ სკოლები დახურეს და ახლა აპირებენ რომ გახსნან, ბიზნესი მუშაობს ჩვეულებრივად და საერთაშორისო რეისებიც სრულდება.

გერმანიაში უკვე 200 ათასი ადამიანია შემოწმებული, ყველას ვისაც შეგვიძლია ვთხოვოთ მთავრობას, რომ ჩამოვიტანოთ ეს სწრაფი ტესტები, მესმის რომ ზოგი ამობობს 100%-იანი არ არის, მაშინ 100%-იანი არცერთი ტესტი არ არის, ეს ტესტები აპრობირებულია, იგივე პრინციპი არის С ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, აივ ინფექციაზეც,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო დროულად უნდა მოხდეს ორგანიზება, რომ ტესტები რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს საქართველოში, რაც ყველას ინტერესში უნდა იყოს:

ყველა თუ გავერთიანდებით 48 საათში შეგვიძლია ძალიან ბევრი სწრაფი ტესტი ჩამოვიტანოთ. რა დროს პოზიცია-ოპოზიციაა?! სახელმწიფო თუ არ ჩაერთო ამ საკითხში, ვერ ჩამოვიტანთ, იმიტომ რომ სპეც-რეისია საჭირო, საზღვრებია დაკეტილი და უამრავი პრობლემაა.

ჩვენ შეკვეთილი გვაქვს, ხვალაც უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ყველაფერი შეფერხებით მუშაობს. ერთი კვირაა ჩვენ ამ ტესტების ჩამოსვლას ველოდებით და იმის ნაცვლად რომ 2 დღეში უნდა ჩამოსულიყო ერთი კვირა დასჭირდა.

აქ მყოფ ჟურნალისტებს ყველას გექნებათ შესაძლებლობა გაიკეთოთ სწრაფი ტესტი და პასუხი იცოდეთ. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს საკმარისი არ არის. არის კიდევ PCR ტესტი და სხვადასხვა ტესტები, მთავრია რომ შემოვიტნოთ და ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკა. მაგალითად ჩამოვიტანეთ მილიონი ტესტი, როგორ მოვახდენთ შემოწმებას? ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება, ექიმების მომზადება, შინაგან საქმეთა ორგანოების მომზადება. ყველას უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია. რაც დღეს არ არის გაკეთებული,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...