საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემოციურ შეფასებებს აკეთებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით:
“მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ორგანიზებისა და ხელშეწყობისთვის, ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის!
და მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად, თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.