კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეზოლუცია ძალიან კარგად გამოხატავს რა მდგომარეობამდე მიიყვანა “ქართულმა...

“რეზოლუცია ძალიან კარგად გამოხატავს რა მდგომარეობამდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ” ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროპასთან, ევროკავშირთან” – გიგი წერეთელი

რეზოლუცია ძალიან კარგად გამოხატავს რა მდგომარეობამდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ” ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროპასთან, ევროკავშირთან, თუნდაც “ევროპის სახალხო პარტიასთან”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის განცხადებით – “ის განწყობა, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიაში და ჩავთვალოთ რომ ეს არის, ბუნებრივია, ყველაზე დიდი პოლიტიკური ნაწილი ევროპული პოლიტიკური სივრცის, ეს განწყობა არის პირველ რიგში მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მომავლის და იმ ადამიანების, ვინც არის ქუჩაში, პროტესტში, ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს არის საპატიმროში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და ახალი არჩევნების მოთხოვნა, ეს არის სწორედ თანხვედრილი ჩვენი საზოგადოების სურვილებთან და ჩვენი ევროპელი მეგობრების სურვილებთან.

ეს რეზოლუცია ძალიან კარგად გამოხატავს რა მდგომარეობამდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ” ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროპასთან, ევროკავშირთან, თუნდაც “ევროპის სახალხო პარტიასთან”.

მე ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციას ექნება ძალიან დიდი ეფექტი, იმიტომ რომ ის ეხება და მოუწოდებს ყველა წევრ პარტიას, ყველა პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, სხვებსაც, რომ სწორედ იმ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებული, რაც ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, პატიმრების განთავისუფლებას, ახალ არჩევნებს პირველ რიგში და არ აღიარების პოლიტიკას.” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი ზარქუა: “რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა”

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის...

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...